ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი 3 წლიანი პროგრამის სტუდენტები რენში (საფრანგეთში) იმყოფებიან

17 სექტემბერი 2024

CU-ის და რენის ბიზნესის სკოლის ერთობლივი 3 წლიანი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის პირველი მიღების სტუდენტები უკვე რენში, საფრანგეთში, იმყოფებიან, სადაც ისინიც სწავლის ბოლო წელს გაატარებენ.

 

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის დარგში პროგრამა არის პირველი და ანალოგი არ აქვს საქართველოში. ის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლონ სამი წელი, პირველი-ორი საქართველოში, ხოლო მესამე - რენში, საფრნაგეთში და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი.

 

რენის ბიზნესის სკოლას მოპოვებული აქვს სამმაგი საერთაშორისო აკრედიტაციები და ადგილს იკავებს ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ რეიტინგებში, როგორებიცაა: Financial Times, MOCI 2021, QS – World University Rankings და სხვა.

 

ვრცლად პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე