4 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტსა და აბუ დაბის მენეჯმენტის სკოლას (ADSM) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ADSM-ის პრეზიდენტმა, მარკ პაულინმა.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავენ მიზნად. თანამშრომლობა სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებას, გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას მოიცავს.
ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ პროფესიული ტრენინგი გაიარეს. შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებისკენ, რაც სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს გლობალური განათლებისა და კარიერული განვითარების მიმართულებით.