24-28 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტმა Erasmus+ ის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის წარმომადგენელს, ოსმან კაზანცს უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრები გაიმართა საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტთან, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სამსახურთან და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრთან.
სამუშაო შეხვედრების მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არესებული თანამშრომლობა, მიღწევები და სამომავლო გეგმები.
აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი Erasmus+ ის პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, პირველად განხორციელდა მობილობა პარტნიორი უნივერსიტეტიდან.