23 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა სკოლა „აიბი მთიების“ მოსწავლეებს უმასპინძლა. CU-ის სასამართლო დარბაზში, სკოლის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა სისხლის სამართალში.
მონაწილეებმა იმიტირებული პროცესისთვის ბრალდებისა და დაცვის მხარეები წარადგინეს.
პროცესს ესწრებოდნენ კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტი სოფიკო გუჯეჯიანი და სკოლა „აიბი მთიების“ წარმომადგენლები: თათია ფერაძე - სამართლის პედაგოგი; ლიკა სიდამონიძე - ჰუმანიტარული სკოლის მენეჯერი; ლიკა სირბილაშვილი - სასწავლო სააღმზრდელო კოორდინატორი და ლელა ტაბატაძე - სასწავლო სააღმზრდელო კოორდინატორი.