საფრანგეთის ელჩის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

9 აპრილი 2021

9 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი ეწვია. 

 

საფრანგეთის ელჩი, დელეგაციასთან ერთად, კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ერთობლივი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიას დაესწრო და კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა.

 

საფრანგეთის ელჩს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა, კამპუსი დაათვალიერებინა და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.