13 ივლისს, CU კამპუსში ანდრო დგებუაძესთან შეხვედრა გაიმართა.
ანდრო დგებუაძემ ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა მოტივაცია, თვითრეალიზება და სირთულეების გადალახვა.
შეხვედრა მოტივაციის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.