კავკასიის უნივერსიტეტის მერვე წლიური სამეცნიერო კონფერენცია

16 მარტი 2023

15-16 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა მერვე წლიურ სამეცნიერო კონფერენციას, თემატური პანელების მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები, ასევე, საქართველოში ავოტირზებული სხვა უსდ-ების წარმომადგენლები.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ტიმურ უმანმა, იონქოფინგის უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების პროფესორმა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის პროფესორის მოწვევით იმყოფება.