ANQA-ის დირექტორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

19 იანვარი 2024

18 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრის- ANQA (სომხეთი) დირექტორს და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია (ENQA)-ს მმართველი საბჭოს წევრს რუბენ თოფჩიანს (Ruben Topchyan) უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კავკასიის უნივერსიტეტის ძირითად მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, აგრეთვე შესაძლო თანამშრომლობის საკითხებზე.

 

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრი (ANQA) სომხეთში ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის შეფასების პროცესებს პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხოლო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია, წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის გამცემი ორგანიზაციების გაერთიანებას, გაერთიანება ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას.

 

სამუშაო შეხვედრის ბოლოს, პროფესორ თოფჩიანს შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა უნივერსიტეტის ისტორიული კამპუსი და გასცნობოდა საუნივერსიტეტო სერვისებს.