17 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და თანამშრომლებს არაფორმალურ გარემოში შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტთან იდეების, მოსაზრებების, პრობლემების და სხვა საკითხების გაზიარება იყო შესაძლებელი.
მსგავსი აქტივობა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აპრობირებული მეთოდია, რომელიც თანამშრომლების, ლექტორების, სტუდენტების გააქტიურებას და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მეტ ჩართულობას ემსახურება.
არაფორმალური შეხვედრა დილის 8:00 საათზე ჩატარდა. უნივერსიტეტის პრეზიდენტი აკადემიურ პერსონალსა და თანამშრომლებს ყავით და ჩაით გაუმასპინძლდა.
შემდეგ შეხვედრას კახა შენგელია სტუდენტებთან გამართავს.