ავსტრიის დელეგაციის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

15 მაისი 2019

15 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერობებისა და პროექტების დეპარტამენტმა ავსტრიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

ინსბურკის მენეჯმენტის ცენტრის (MCI Management Center Innsbruck), ავსტრიის ერზმუს+ ის ეროვნული ოფისის (National Agency Erasmus+ Education Austria),ზალცბურგის  საუნივერსიტეტო კოლეჯის (University College of Teacher Education Salzburg), ზალცბურგის უნივერსიტეტის (University of Salzburg), გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტისა (University of Applied Sciences) და კლასერფურტის უნივერსიტეტის (University of Klagenfurt) წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა, მიღწევები და სამომავლო გეგმები.

 

შეხვედრები გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანთან ელენე ჯღარკავასთან, სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან ეკა აკობიასთან, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანთან დავით ნატროშვილთან, ასევე ეკონომიკის სკოლის დეკანთან იოსებ ბერიკაშვილთან და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დერექტორთან ირენა მელუასთან.

 

ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო შეხვედრებისას მხარეებმა  თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს,  სამომავლოდ დაგეგმეს ორმაგი ხარისხისა და გაცვლითი პროგრამების განვითარება. გასათვალიწინებელია, რომ მხარეებმა გამოხატეს საერთაშორისო პროექტების ერთობლივად განხორციელების სურვილი.

 

გასათვალისწინებელია, რომ ავსტრიის დელეგაცია საქართველოს ერაზმუს+ ის ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული კონტაქტური სემინარის ფარგლებში ეწვივა, რომლის მთავარი მიზანი ქართულ-ავსტრიული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობის გაღრმავება გახლდათ.