ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

10 ივნისი 2019

10 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტს ლუკ პეისონს (Luc Pysson) უმასპინძლა.

 

სამუშაო შეხვედრა საგარეო ურთიერთობებისა და პროქტების დეპარტამენტის დირექტორთან ირენა მელუასთან გაიმართა.

 

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა სამომავლო თანმაშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს ბენილუქსის ქვეყნების წარმატებულ უნივერსიტეტებთან თანამშროლობის გაღრმავებას.