მსოფლიოს დიდი ოთხეულის წევრმა აუდიტორულმა კომპანიებმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დისტანციური შეხვედრების კვირეული გამართეს.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, "BIG FOUR"- ის წევრი კომპანიებიდან, სტუდენტებს საქართველოს ოფისების მენეჯმენტის წარმომადგენლები შეხვდნენ. სპიკერებმა გააცნეს კომპანიაში დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობები, უპირატესობები და გაუზიარეს კომპანიაში მიღებული გამოცდილება.
ონლაინ შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. კარიერული კვირეული კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
Big Four-ის წევრი კომპანიების საქართველოს წარმომადგენლობები - PwC Georgia, KPMG Georgia, Deloitte & Touche LLC, EY Georgia LLC კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორები არიან, რაც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას ითვალისწინებს.