წიგნის თარგმნის პროგრამა 2024-ის საწყისი შეხვედრა გაიმართა

17 სექტემბერი 2024

13 სექტემბერს, წიგნის თარგმნის პროგრამა 2024-ის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის - “ადამიანები და რეალობა - სწრაფი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ექსპერიმენტების საშუალებით” საწყისი (kick-off) შეხვედრა გაიმართა, წიგნის ავტორია ცნობილი ავტორი და მეწარმე გიფ კონსტებლი.

 

ღონისძიებაზე კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა - აკაკი კაპანაძემ და მთარგმნელმა, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა - ხათუნა ბასილაშვილმა ისაუბრეს პროექტის ამოცანებსა და მიზნებზე, ასევე პროექტის მნიშვნელობაზე მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით.  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის მენეჯმენტის შესაბამისი წარმომადგენლები და განიხილეს შესაძლებლობები პროგრამის განხორციელებისა და შედეგების დისემინაციისთვის.

  

გიფ კონსტებლის ადამიანები და რეალობა წარმოადგენს ეფექტური, სტრატეგიული კომუნიკაციის საშუალებით ბრენდის ჩამოყალიბების წინაპირობას და მნიშვნელოვან რესურსს მომხმარებლისა და კომპანიის/სერვისის მედიაციისთვის. წიგნში განხილული პრინციპები გააძლიერებს ბიზნესისა და მენეჯმენტის სექტორის  პასუხისმგებლობიან  დამოკიდებულებასა და მის გლობალურ ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობას. 

 

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.