CU-ში დაიწყო ჯორჯ ვაშინგტონის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისის ეგიდით დაგეგმილი ბუთქემფი - შესავალი ლინ სტარტაპ მეთოდოლოგიაში, რომელსაც 5 დღის განმავლობაში გაუძღვება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის, ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულების ვიცე პრეზიდენტი, ბობ სმიტი.
ბუთქემფის გახსნაზე, დამსწრეებს სიტყვით მიმართეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის, ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულების ვიცე პრეზიდენტმა, ბობ სმიტმა, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენამ მელუამ, ასევე კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) - ისა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.
ხუთ დღიანი ბუთქემფში მონაწილეობას იღებს კავკასიის უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის 50 - ზე მეტი სტუდენტი, რომლებიც გაეცნობიან სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად ეტაპს. ეს მოიცავს ლინ სტარტაპის მეთოდოლოგიას, სტარტაპ იდეის გენერაციასა და ვალიდაციას, მომხმარებელთან ურთიერთობას, ღირებულების შეთავაზებას, ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებას, ბაზრის კვლევას, ბრენდინგს, დაფინანსების მოზიდვას, ფინანსური პროგნოზებს, ფიჩინგსა და მის ტექნიკებს. ბუთქემფი დასრულდება დემო დღით, სადაც მონაწილე გუნდები წარადგენენ თავიანთი სტარტაპ იდეების პრეზენტაციას.
ბუთქემფში ტრენერების სახით ასევე ჩართულები იქნებიან ადგილობრივი ეკოსისტემის წარმომადგენლებიც.
ბუთქემფი ხორციელდება სამეწარმეო კვირეულისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის, CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ (EEPIIQ) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით.