კავკასიის უნივერსიტეტში, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, ლიტერატურულ-კალიგრაფიული სალონი გაიმართა.
კალიგრაფიის ხელოვნებაზე ისაუბრა საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორმა ნესტან ბაგაურმა, ხოლო მასტერკლასს წარუძღვა კალიგრაფი ნინი იკაშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთა ნამუშევრების გამოფენაც, 12 აპრილს, შემაჯამებელ ღონისძიებაზე გაიმართება. საუკეთესო ნამუშევრის ავტორს კი ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დააჯილდოებს.
პროექტის -„მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ - ავტორია პროფ. მარიამ მანჯგალაძე.