კავკასიის უნივერსიტეტში კალიგრაფიის კონკურსი - "ჩემი ხელწერა" ჩატარდა

8 აპრილი 2021

8 აპრილს, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ქართული ენის დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში,  სტუდენტებისთვის კალიგრაფიის კონკურსი - „ჩემი ხელწერა" ჩატარდა.

 

სტუდენტებმა აფორიზმი, ფრაზა და გამონათქვამი დაწერეს. მათი ნაშრომები კომისიის წევრებმა შეაფასეს.

 

კონკურსში გამარჯვებული, 14 აპრილს, ქართული ენის დღეების შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლინდება და მას საჩუქრად უნივერსიტეტის ბრენდირებული ნივთები გადაეცემა. კონკურსის ყველა მონაწილეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა.

 

ღონისძიების მხარდამჭერები:

 

  • სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  • საქართველოს საელჩო ლიეტუვაში
  • ლიეტუვის პარლამენტის საქართველოს მეგობართა ჯგუფი