6 ივლისს, წარმატებით დასრულდა კავკასიის უნივერსიტეტისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ერთობლივი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული საგრანტო პროექტი SPG-024, რომლის ფარგლებშიც, სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ კიბერუსაფრთხოების მიმართულების სხვადასხვა ტრენინგი.
მსმენელთა ყურადღება დაეთმო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და აპრობირებული მეთოდიკის ძირითად მიმართულებებს. დამსწრე საზოგადოებამ ჰიბრიდულ რეჟიმში მიიღო წვდომა თანამედროვე მოწყობილობის სიმულატორებზე, ვირტუალურ ლაბებსა და სავარჯიშოებზე.
პროექტის ბოლო ფაზაში, მოსწავლეებმა, ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით იმუშავეს სტატიებზე, რომლებიც გამოიცემა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის სამეცნიერო-პრაქტიკული კიბერ უსაფრთხოების ჟურნალის ივლისის სერიაში.
დასკვნით ღონისძიებაზე, წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, SCSA-ის პრეზიდენტი - მაქსიმ იავიჩი.