კავკასიის უნივერსიტეტი ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების მენეჯერის თანამდებობაზე

27 ივლისი 2021

 

კავკასიის უნივერსიტეტი ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების მენეჯერის თანამდებობაზე

 

სამუშაო მოვალეობები:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარეს“ (PDCA) შექმნა-განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
  • ხარისხის უზრუნველყოფის „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარეს“ (PDCA) სისტემის განხორციელება-ოპერირება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ოპერირების ხარისხის შემოწმების, ანგარიშების მომზადებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • სასწავლო პროცესის მსვლელობის პერიოდულად გაკონტროლება;
  • სტუდენტთა აკადემიური მოსწრების ანალიზის და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • სტუდენტთა გამოკითხვების შედეგების ანალიზის და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციისათვის თვითშეფასებისა და სხვა დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დეპარტამენტის საქმიანობის აღწერის განხორციელება წლიური ანგარიშის წარდგენის მიზნებისათვის;
  • დეპარტამენტის ფუნქციებთან და ამოცანებთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.

 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა განათლების ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით;
  • მენეჯერულ (დაბალი და საშუალო) პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა იქნება შემოწმებული ტესტირების ან გასაუბრების საფუძველზე).

 

 

 

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა.

 

 

 

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
  • ანაზღაურება (ხელზე): გამოსაცდელი ვადის დროს შეთანხმებისამებრ. გამოსაცდელი ვადის შემდეგ - 1000 ლარი;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ:  “ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების მენეჯერი“.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

 

გისურვებთ წარმატებას!