კავკასიის უნივრსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

13 ოქტომბერი 2026
10-11 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა თბილისსა და ბათუმში განათლების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
 
Leaf-თან თანამშრომლობის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტმა ერთობლივი პროგრამები წარადგინა.
კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამების მოდელი უნიკალურია და საქართველოში ანალოგი არ აქვს.
 
3-წლიანი პროგრამები გულისხმობს 2 წელი სწავლას კავკასიის უნივერსიტეტში, მე-3 წელს კი პარტნიორ უნივერსიტეტში.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული 2 დიპლომს იღებს: კავკასიის უნივერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტისგან (რენის ბიზნესის სკოლა / ქეინის უნივერსიტეტი).
 
გაეცანი 3-წლიან ერთობლივ პროგრამებს.