12 მარტს, საკალათბურთო კლუბ „აკადემიის“ დარბაზში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა CU-ის კალათბურთის ჩემპიონატის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები.
ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (CSA) გუნდი. მეორე ადგილი დაიკავა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლამ (CST), ხოლო მესამე ადგილზე გავიდა კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდი.
საპრიზო ადგილზე გასულ სამივე გუნდს კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცა ფულადი ჯილდო, ხოლო ჩემპიონატის სპონსორი კომპანიის - „Walk by Confidence“-ისგან - სპეციალური ვაუჩერები.
შეხვედრებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მსაჯები მსაჯობდნენ.
ჩემპიონატის სპონსორი კომპანიები იყვნენ: Red Bull, Sandora და Walk by Confidence
