კავკასიის უნივერსიტეტის კლუბების სოლო კონცერტი

24 დეკემბერი 2025

23 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ლათინო-ამერიკული ცეკვის კლუბისა და ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების სოლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიების პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა კულტურული და ქორეოგრაფიული მიმართულების სანახაობრივ ნომრებს, რომლებიც სტუდენტებმა სასწავლო წლის განმავლობაში მოამზადეს.

 

ქორეოგრაფიული ანსამბლის შესრულებით მაყურებელმა იხილა ქართული ქორეოგრაფიის ელემენტები და ტრადიციული მოძრაობები. ფოლკლორულმა ანსამბლმა შეასრულა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები, ხოლო ლათინო-ამერიკული ცეკვების მიმართულებით მაყურებელმა იხილა რეტრო-ვინტაჟურ სტილში წარმოდგენილი ნომრები.

 

მრავალფეროვანმა პროგრამამ და სტუდენტების ენერგიულმა შესრულებამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.