კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი კაუნასის კოლეჯში

28 აპრილი 2026

კავკასიის უნივერსიტეტსა და კაუნასის კოლეჯს შორის პარტნიორობა 2014 წლიდან იწყება და მოიცავს აქტიურ თანამშრომლობას აკადემიური გაცვლებისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. ორივე უნივერსიტეტი UNINOVIS Alliance-ის წევრია, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის განათლების, კვლევისა და ინოვაციების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები დოქტორი ანდრიუს ბრუსოკასი-თან, იოლანტა ბარეიკიენესთან და პოვილას ბესეცკასისთან. შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, ორმაგი ხარისხის პროგრამების განვითარება და ერთობლივი გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა.

 

დელეგაციამ ასევე გამართა შეხვედრები სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, მათ შორის ბიზნესის, ინფორმატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების, ასევე ხელოვნებისა და განათლების ფაკულტეტებთან. შეხვედრების ფარგლებში განხორციელდა აკადემიური პროგრამების გაცნობა, თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებების განხილვა და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვა.

 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ დაათვალიერა სასწავლო აუდიტორიები და ლაბორატორიები, რაც შესაძლებლობას იძლეოდა გაცნობოდნენ კოლეჯის სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას.