კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა კაზიმიერას სიმონავიჩიუსის უნივერსიტეტს ესტუმრნენ (ლიეტუვა, ვილნიუსი). შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, მათ შორის ვიცე-რექტორთან კვლევის მიმართულებით, ასოცირებულ პროფესორ დოქტორ ჰელგა მარია კაუზონესთან და პროფესორ იოლანტა ზაბარსკაიტესთან.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტსა და კაზიმიერას სიმონავიჩიუსის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის ერთობლივი აკადემიური ინიციატივებისა და კვლევითი პროექტების განვითარების შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი და კაზიმიერას სიმონავიჩიუსის უნივერსიტეტი 2019 წლიდან თანამშრომლობენ. ვიზიტის ფარგლებში ასევე განახლდა უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ხელშეკრულება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პარტნიორობის გაძლიერებას და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
