კავკასიის უნივერსიტეტმა ENRICHER Hubs პროექტის კონფერენციას “მდგრადი ტურიზმის მომავლის ფორმირება” უმასპინძლა

3 ოქტომბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტმა ERASMUS+ CBHE პროგრამის ENRICHER Hubs პროექტის „მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით“ საინფორმაციო სემინარსა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის კონფერენციას უმასპინძლა.

 

კონფერენცია  მისასალემებელი სიტყვით გახსნეს ქალბატონმა ირენა მელუამ, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით და ქალბატონმა ნორა ლაპალეინენმა, ჰააგა-ჰელიას უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერმა და ENRICHER hub პროექტის კოორდინატორმა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც აკადემიურ ლიდერები, ასევე ტურიზმის სფეროს ექსპერტები, სტუდენტები და დაინტერესებული მხარეები საქართველოდან, მოლდოვიდან, ფინეთიდან, ავსტიიდან, იტალიიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ბულგარეთიდან, ესპანეთიდან და იაპონიიდან.

 

ღონისძიებაზე კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მდგრადი ტურიზმის ევროპის საუკეთესო პრაქტიკას, რომლის შესახებაც ინფორმაცია კონკრეტული ქეისიების სახით გააზიარეს ევროპელმა მომხსენებლებმა.  

 

ღონისძების ფარგლებში მომხსენებლებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები  მწვანე ტურიზმის მიმართულებით არსებული სიტუაციის შესახებ  საქართველოსა და მოლდოვაში, მწვანე ტურიზმის ჰაბების როლი, ბიზნეს გამოწვევების კონკურსის  კონცეფცია და აშ. ღონისძების მოწვეული სპიკერი  გახლდათ ეკოტურიზმის ასოციაციის თავჯდომარე, ნატალია ბახტაძე, რომელმაც მოხსენება წარადგინა თემაზე  „მწვანე ტრანსფორმაცია საქართველოს ტურიზმში“. 

 

სემინარი ასევე მოიცავდა პანელურ დისკუსიას „მდგრადი ტურიზმის გამოწვევები, მომავალი შესაძლებლობები და ჰაბების როლი ამ პროცესში“, რომლის მოდერატორიც გახლდათ კავკასიის ტურიზმის სკოლის პროფესორი გიორგი ბრეგაძე, ხოლო პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ტურიზმის სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა და ასევე უცხოელმა ექსპერტებმა.

 

მონაწილეებმა განიხილეს ინოვაციისა და მდგრადობის როლი საქართველოსა და რეგიონის ტურიზმის მომავლის ფორმირებაში, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით ისაუბრეს რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებმა იმსჯელეს მწვანე ტურიზმის ჰაბების როლზე საქართველოსა და მოლდოვის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათი განვითარების პერსპექტივებზე.

 

კავკასიის ტურიზმის სკოლასთან ერთად, პროექტში ჩართულია 8 კერძო და საჯარო ტურიზმის მიმართულებით წამყვანი უნივერსიტეტები საქართველოდან, ავსტრიიდან, მოლდოვიდან, იტალიიდან და ფინეთიდან. პროექტის კოორდინატორია ჰააგა-ჰელიას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ფინეთიდან.

 

„Funded by the European Union. Views and opinions expressed are those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or of the European Education and Culture Executive Agency (EACEA). Neither the European Union nor the granting authority can be held responsible for them“.