კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აფილირებულმა პროფესორმა, დავით თინიკაშვილმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის 2026 წლის საგრანტო კონკურსში.
კვლევითი პროექტის სახელწოდებაა - "Imperial Orthodoxy and Its Limits: Russian Church Policy and Georgian Openness toward Catholic Christianity (17th-19th centuries)". პროექტის ფარგლებში დავით თინიკაშვილი, ხუთი თვის განმავლობაში, კვლევით საქმიანობას განახორციელებს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში.
კვლევა შეეხება რუსეთის ეკლესიის პოლიტიკასა და ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას კათოლიკური ქრისტიანობის მიმართ XVII - XIX საუკუნეებში. პროექტის ფარგლებში მომზადებული სამეცნიერო სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდება.
