კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus+ ENRICHER Hubs პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ

15 ოქტომბერი 2026

6-8 ოქტომბერს, ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკში, MCI | The Entrepreneurial School-ის მასპინძლობით, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული Erasmus+ პროექტის ENRICHER Hubs შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაში კავკასიის უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ვიცე-პრეზიდენტი ირენა მელუა და კავკასიის ტურიზმის სკოლის პროფესორი - გიორგი ბრეგაძე.

 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში პროექტის პარტნიორებმა და მწვანე ტურიზმის ჰაბების კოორდინატორებმა განიხილეს შექმნილი ჰაბების მდგრადობის უზრუნველყოფისა და სამომავლო განვითარების გეგმები, მდგრადი ტურიზმის მიმართულებით მიღწეული შედეგები, პროექტის საბოლოო ანგარიშგების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

 

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები, ასევე, გაეცნენ ინსბრუკისა და ტიროლის რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარების პრაქტიკას და მონაწილეობა მიიღეს თემატურ საველე ვიზიტში.

 

შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო პროექტის შედეგების შეჯამების, გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხილვისთვის.