კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ,,სტუდფესტ 2024’’- ის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატზე

22 აპრილი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს  „სტუდფესტი 2024“- ის ფარგლებში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში გოგონათა და ვაჟთა შორის.

 

ჩემპიონატი ორგანიზებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ.

 

„სტუდფესტი 2024“ ტარდება საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით.