18 მარტს, კავკასიის სადოქტორო სკოლის ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ტარიელ გიორგაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა.
სადოქტორო ნაშრომის სახელწოდებაა: „ურთიერთდამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის“.
დოქტორანტს ხელმძღვანელობდა: კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მაია გონაშვილი.
დოქტორანტმა სადისერტაციო ნაშრომი წარმატებით დაიცვა, ტარიელ გიორგაძეს მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.