12 მარტს, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის აუდიტორიაში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა. სერტიფიკატები ამჯერად პროექტების მართვის ტრენინგის 10–მა კურსდამთავრებულმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ კურსს ხელმძღვანელობდა გიორგი გოგიშვილი (PMP – Project Management Professional). ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ პროექტების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიას, სტანდარტებს, საუკეთესო პრაქტიკებს და აეთვისებინათ შესაბამისი ტერმინოლოგია.
ტრენინგის მიზანია შეასწავლოს მონაწილეებს დროისა და ბიუჯეტის მენეჯმენტი, რისკების შემცირება და ხარისხის ზრდა რეალურ პროექტებში.
{phocagallery view=category|categoryid=269|limitstart=0|limitcount=0}
სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება
11 იანვარი