11 ივნისს, „თბილისის სტუდენტური თასი 2022"-ის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ნარდის ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ თბილისში არსებული უმაღლესი სასწავლებლები.
კავკასიის უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას იღებდნენ: ქეთი შენგელია, ნინო მხეიძე და დავით გოლეთიანი.
გოგონებში პირველი ადგილი დაიკავა - ნინო მხეიძემ, ხოლო მეორე ადგილი - ქეთი შენგელიამ.
ბიჭებში პირველ ადგილზე გავიდა დავით გოლეთიანი.
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლებით.