28 სექტემბერს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „ჩვენი რუსთაველი“.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორების ლევან ბერძენიშვილისა და მიხეილ ანთაძის ლექციები პოემასთან დაკავშირებით, უნივერისტეტის ლიტერატურული კლუბის წევრის ნათია ჭელიძის ესე ”ჩემი რუსთაველი”, ხოლო სტუდენტებმა წაიკითხეს „ვეფხისტყაოსანი“ 13 ენაზე.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა წარმოადგინა „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო და იშვიათ გამოცემები.