თბილისის ტური CU-ის საერთაშორისო სტუდენტებისთვის

1 აპრილი 2023

1 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებისთვის თბილისის ტური გაიმართა, რომელსაც კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი უძღვებოდა.

 

ტური მიზნად ისახავდა საერთაშორისო სტუდენტებისთვის საქართველოს კულტურის გაცნობასა და თბილისის ყველაზე პოპულარული და ისტორიული ადგილების ჩვენებას.