ლიტერატურული კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“

14 დეკემბერი 2022

14 დეკემბერს, მწერალთა სახლში, ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ლიტერატურული ტექსტების კრებულის პრეზენტაცია ჩატარდა.


ღონისძიების შემდეგ, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.

 

კავკასიის უნივერსიტეტმა, როგორც პროექტის პარტნიორმა პროექტის რჩეულ მონაწილეს და გამარჯვებულებს პლანშეტები გადასცა, ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, გამოიცემა ლიტერატურული ტექსტების კრებული.

 

ლიტერატურული კონკურსი, უკვე მეორე წელია ტარდება, მასში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები- საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.