კონფერენცია - „უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების განახლებული მიდგომები“

13 აპრილი 2017

13 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების განახლებული მიდგომები“, რომელშიც მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტები. 

კონფერენციაზე განიხილეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები, შეფასების მიდგომები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხედვა განახლებულ მექანიზმებთან და გარდამავალ ეტაპთან დაკავშირებით. 

 

კონფერენციას ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.