30 მაისს, საფრანგეთში, პარიზის სორბონის უნივერსიტეტში (EIREST - University Paris 1 Panthéon-Sorbonne) საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო კონფერენცია - "ტურიზმის მიერ გამოწვეული განახლებები, ურბანიზაცია და რეფორმები - საქართველოს შემთხვევა" - გაიმართა.
აღნიშნულ კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები: ლევან წიქარიშვილი, თეონა თაბორიძე, თამარ კარბაია, ანა ელიზაროვა, კავკასიის ტურიზმის სკოლის კურსდამთავრებული და მოწვეული ლექტორი ნიკოლოზ სირაძე და საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ტურიზმის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები: „მთიანი აჭარა“, როგორც ტურისტული ატრაქციონის პროდუქტი; ღვინის ტრადიცია საქართველოში და მისი გავლენა კახეთის რეგიონის მაგალითზე; გიდების მომზადების მნიშვნელობა აჭარის რეგიონში; და სხვა ქართულ ტურიზმთან დაკავშირებული აქტუალური თემები.
კონფერენციის დაგეგმვაში, ფრანგულ მხარესთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის და კავკასიის ტურიზმის სკოლის წარმომადგენლები.
კავკასიის უნივერსიტეტსა და პარიზის სორბონის უნივერსიტეტს შორის დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.