კონკურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრში

11 იანვარი
იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის ეს კონკურსის მეორე და გადამწყვეტი ეტაპია - პროფესიულ ტესტირებაში წარმატებული პრეტედენტებიდან საუკეთესოებს გასაუბრება გამოავლენს.

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის - კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცათ.

პრაქტიკა მთავარ პროკურატურაში სწავლების თეორიულ მხარეებსაც მოიცავს. შერჩეული კანდიდატები იუსტიციის სასწავლო ცენტრში ლექციების კურსს გაივლიან, რომლის დასრულების შემდეგ მომავალი იურისტები პროკურორებთან გადანაწილდებიან სამუშაოდ და მათგან შეიძენენ ყოველდღიური მუშაობისათვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას, რაც მათთვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების საუკეთესო საშუალება იქნება.