COST ECO4ALL საერთაშორისო კონფერენცია იაშის ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტში

16 მაისი 2025

9-10 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე მონაწილეობდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის - „COST ასოციაცია“ COST ECO4ALL საერთაშორისო კონფერენციაში “მომხმარებელზე ორიენტირებული ცირკულარული ეკონომიკის გამოწვევები, პროცესები და პოლიტიკა”.

 

კონფერენციას მასპინძლობდა იაშის ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტი (რუმინეთი). პროფ. გურანდა ჭელიძემ წარადგინა მოხსენება ”საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საკითხები ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის საქართველოში” და შეეხო აღნიშნული მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, კონკრეტულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებს. ამავდროულად იგი ხელმძღვანელობდა კონფერენციის სესიის “წრიული ეკონომიკა და სამრეწველო ინოვაციები” მუშაობას. 

 

კონფერენციის ფარგლებში, ასევე ჩატარდა COST ECO4ALL მმართველი კომიტეტის მორიგი სხდომა, სადაც შეაფასეს განვლილი სამუშაოები, იმსჯელეს პროექტის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე.