COST ECO4ALL სამუშაო ჯგუფების შეხვედრა საბერძნეთში

11 სექტემბერი 2025

4-6 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა გურანდა ჭელიძემ მონაწილეობა მიიღო COST CA22124 ECO4ALL პირველი და მეორე სამუშაო ჯგუფების ჰიბრიდულ შეხვედრაში. შეხვედრას მასპინძლობდა კოსის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი (საბერძნეთი).

 

შეხვედრაზე განხილული იყო მთელი რიგი საკითხები ცირკულარული ეკონომიკის შესახებ პროექტის D3 და D8 შედეგების ირგვლივ.

 

შეხვედრაზე პროფ. გურანდა ჭელიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე “ცირკულარული ეკონომიკის სწავლების პრაქტიკა”. განიხილა როგორც უცხოეთის, ასევე საქართველოში არსებული გამოცდილება, ყურადღება გაამახვილა არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე. იგი ასევე ხელმძღვანელობდა შეხვედრის პანელურ დისკუსიას და მონაწილეობდა ჯგუფურ ვორქშოპში “მონაცემებიდან მოქმედებამდე – მონაცემთა გარდაქმნა ადგილობრივი ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევად”.

 

CA22124 ECO4ALL მიზანია  ხელი შეუწყოს მომხმარებელზე ორიენტირებული ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის, ანალიზისა და ცოდნის გავრცელებას მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.