არქიტექტურის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, სრული აკრედიტაცია მიენიჭა

24 იანვარი 2023

24 იანვარს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის, არქიტექტურის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, სრული აკრედიტაცია მიანიჭა.

 

პროგრამამ აკრედიტაცია სტანდარტების სრული შესაბამისობით მიიღო. 

 

კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ინგლისურენოვან პროგრამას მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული პროფესიული ასოციაციის - ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) - კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. რაც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით საუკეთესო ხარისხის განათლება, პროგრამის დასრულების შემდგომ კი საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული დიპლომი მიიღონ.