კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ ACCA-ს აკრედიტაცია მიიღო

15 ივნისი 2017

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA)  საერთაშორისო პროგრამის აკრედიტაცია მიიღო.

 

საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს შორის, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა პირველია, რომელსაც  ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე საბუღალტრო აღრიცხვაში ACCA-ს დამატებით კიდევ ერთი F8 წიგნის ჩათვლის საშუალება მიეცა. ინფორმაციისთვის აქამდე ACCA-ს მხოლოდ  F1-F4 წიგნების ჩათვლის პრაქტიკა ჰქონდა ACCA-ს შესაბამისი გამოცდის ჩაბარების გარეშე როგორც ჩვენი, ისე ზოგიერთი უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების კურსდამთავრებულებისათვის.

 

ბიზნესის სკოლის  საბუღალტრო აღრიცხვის  სპეციალობის კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე აუდიტის შესავალ და გაძლიერებულ კურსებს, ჩაბარებულად ჩაეთვლებათ ACCA-ს F8 (Audit and Assurance) წიგნი და გათავისუფლდებიან  ACCA-ს შესაბამისი გამოცდის ჩაბარებისგან.

 

იხ. სერთიფიკატი.