CSB Alumni Talks - ნიკა ქურდიანის საჯარო ლექცია

8 დეკემბერი 2018

8 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია გამართა.

 

ნიკა ქურდიანი კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულია და მას საბანკო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სპიკერმა სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარა და ბიზნესის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.

 

შეხვედრის დასასრულს ნიკა ქურდიანმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

 

ღონისძიება კავკასიის ბიზნესის სკოლის პროექტის, CSB Alumni Talks-ის ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება და ბიზნესის სკოლის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულებს უმასპინძლებს.