CSB-ის სტუდენტის კომპანიის პრეზენტაცია

11 ნოემბერი 2016

11 ნოემბერს, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ჯემალ ხატიაშვილმა მის მიერ დაარსებული ბრენდის "ბუტრანას" პრეზენტაცია გამართა. 

 

"ბუტრანა" აერთიანებს  ღვინოსა და ყველის პროდუქტს; პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა თუ როგორ დაიწყო კომპანიამ მუშაობა, რა განვითარების გზები გაიარა და რა არის კომპანიის მიზანი. 

 

სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ წითელი და თეთრი ღვინო, საფერავში დაძველებული ყველი, თაფლი და კამემბერის ობით დაძველებული ყველი. ასევე სიტყვით გამოვიდნენ: ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე, ყველის გილდიის დამფუძნებელი ანა მიქაძე და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.