საინფორმაციო შეხვედრა - ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა

14 დეკემბერი 2022

14 დეკემბერს, აბიტურიენტებისთვის და პროგრამით დაინტერესებული ყველა პირისთვის პირველი 3 წლიანი ერთობლივი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი რენის ბიზნესის სკოლასთან ერთად ახორციელებს.

 

პრეზენტაციაზე სპიკერები იყვნენ: ნოემი ვეტიე - რენის ბიზნესის სკოლის პროგრამის მენეჯერი და ელენე ჯღარკავა - კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი.

 

შეხვედრაზე აბიტურიენტებმა დეტალურ ინფორმაცია მიიღეს საბაკალავრო პროგრამის, იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც რენის უნივერსიტეტში სწავლა და ცხოვრება გულისხმობს.

 

პრეზენტაცია, ტრადიციულად, კამპუსით ტურით დასრულდა, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, რომ გასცნობოდნენ CU-ის გარემოსა და ინფრასტრუქტურას.

 

პროგრამა აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, რომ საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.

 

რენის ბიზნესის სკოლას მოპოვებული აქვს ისეთ დონის სამმაგი აკრედიტაცია, როგორებიცაა: AACSB, EQUIS, AMBA.

 

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.