ჟურნალში „European Journal of Economics and Business Studies“ გამოქვეყნდა ბიზნესის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორის, ალექსანდრე მიქელაძის სტატია "ფინანსური მენეჯმენტის როლი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის / Financial Management Role for NGOs“.
სტატიაში ავტორი აღწერს ფინანსური დაგეგმვისა და მენეჯმენტის როლს არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზაციული მიზნების მიღწევასთან მიმართებაში, ასევე, ადგენს კავშირს ფინანსურ პირობებსა და გრძელვადიან მდგრადობას შორის. კვლევის ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში.
ჟურნალი რეფერირებადია და გამოიცემა განათლების კვლევის ევროპული ცენტრის მიერ. სტატიის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.