CSB-ის მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტის წარმატება

11 ოქტომბერი 2021

კავკასიის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროგრამის დოქტორანტმა, ანა ელიზაროვამ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის გრანტი მოიპოვა.

 

ანა ელიზაროვის პროექტი - "გადაწყვეტილების მიღების პროცესი აზარტულ თამაშებში და მასზე მოქმედი ფაქტორები (საქართველოს მაგალითი) მიზნად ისახავს განახორციელოს ონლაინ აზარტული თამაშების სექტორის სიღრმისეული შესწავლა და ამის საფუძველზე ახსნას ადამიანების მოტივაცია დაიწყონ თამაში, ასევე განიხილოს გადაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორები.

 

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მკვლევარების სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა,  ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა  საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და სა­ქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა.