CSE სტუდენტური სასკოლო კონფერენცია

3 ივნისი 2022

25 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის სკოლის სტუდენტური სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა.

 

ყოველწლიური კონფერენციის მიზანია სტუდენტებმა იმსჯელონ და გააშუქონ საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევები. მისი მიზანია ასევე, სტუდენტების წახალისება, ჩაერთონ აკადემიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

 

 

მოხსენებები მოისმინეს და სტუდენტებს განმავითარებელი შეფასებები მისცეს კომისიის წარმომადგენლებმა, შემდეგი შემადგენლობით: ვანო ბენიძე, კავკასიის უნივეტსიტეტის ეკონომიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი; ნოდარ კილაძე, კავკასიის უნივეტსიტეტის ეკონომიკის სკოლის ასისტენტ-პროფესორი; მედეა ზურაბიშილი, კავკასიის უნივეტსიტეტის ეკონომიკის სკოლის ასისტენტ-პროფესორი; ნინა მირუაშვილი, კავკასიის უნივეტსიტეტის ეკონომიკის სკოლის ადმინისტრაციული დირექტორი.

 

 

კონფერენციაზე წარდგენილ იქნა შვიდი მოხსენება:

 

  1. ლეილა აჯამიანი, მარიამ ბერიძე  - “საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი - განვითარების ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები”
  2. მიხეილ ბიჭაშვილი, ალექსანდრე დაბრუნდაშვილი - “სისულელის ეკონომიკა, უმიზნო ეკონომიკური ბაზრები და მათი როლი მსოფლიოში”
  3. ნინო მიქიაშვილი - „განახლებადი ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის “
  4. ლუკა მირგატია, ნათია ნიქაბაძე - „საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების გამოწვევები და შესაძლებლობები “
  5. არჩილ მახარაშვილი - „ ეკონომიკური ზრდის შეფასების მათემატიკური მოდელი“
  6. ქრისტინე პეტროსიანი, რომეო მაისაია - „სტუდენტური პროდუქტები საქართველოს ფინანსურ ბაზარზე “
  7. ალექსანდრე სივოლაპოვი, ცისი ჟღენტი - „რუსეთ-უკრაინის ომისა და სანქციების ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე “

 

კონფერენციაზე საპრიზო ადგილები მიენიჭათ შემდეგ მომხსენებლებს:

 

ადგილი: არჩილ მახარაშვილი

II ადგილი: ალექსანდრე სივოლაპოვი, ცისი ჟღენტი

III ადგილი: ლეილა აჯამიანიმარიამ ბერიძე