კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანის ვიზიტი კატარში

18 მარტი 2022

5-14 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ბერიკაშვილი იმყოფებოდა კატარის სახელმწიფოში, სადაც შეხვდა AFG College with University of Aberdeen-ის ხელმძღვანელობას.

 

 მხარეებს შორის შედგა შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მომავალში განხორციელდება სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლითი პროგრამები, საერთო კვლევითი პროექტები ყატარის ფონდთან თანამშრომლობით. ასევე, მიმდინარე წლის ბოლოს გაიმართება ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია ქალაქ დოჰაში.

 

ვიზიტის ფარგლებში, იოსებ ბერიკაშვილი შეხვდა კატარის უნივერსიტეტის (Qatar University) წარმომადგენლებს და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კატარის სახელმწიფოში-ბატონ ნიკოლოზ რევაზიშვილს. ელჩმა კავკასიის უნივერსიტეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა კატარის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში. დაიგეგმა  ვიზიტები სხვა უნივერსიტეტებთან დოჰას საუნივერსიტეტო ქალაქში.