17 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტები ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, სათაო ოფისს ესტუმრნენ.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე და გაეცნენ ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის პოლიტიკის იმ ძირითად მიმართულებებს, რომელთა წარმატებით განხორციელებასაც უზრუნველყოფს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორი.
ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, სტუდენტებმა პრაქტიკული სემინარის ფარგლებში ასევე მოინახულეს ნავთლუღის ქვესადგური და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრის პოლიგონი. ქვესადგურის სპეციალისტებმა დეტალურად გააცნეს სტუდენტებს თვალსაჩინოების მეთოდის გამოყენებით ენერგოუსაფრთხოების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები და მიმოიხილეს დარგის ძირითადი გამოწვევები. აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ სტუდენტების ცნობიერების ამაღლების საქმეში და მოცმული პროგრამის სტუდენტებს საშუალებას მისცემს გლობალურ ჭრილში დაინახონ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევები.