20-23 აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალში ჩატარდა სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) საზაფხულო სკოლა თემაზე: “ევროკავშირი: მიმდინარე საკითხები და პოლიტიკა”
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა 24 სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. სკოლის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები:
- ევროკავშირის ინსტიტუციური არქიტექტურა;
- ევროკავშირის ტრანსფორმაციული ძალა და მისი სამეზობლო პოლიტიკა;
- ევროკავშირის პოლიტიკური დღისწესრიგის „ცხელი“ თემები;
- ევროკავშირის ურთიერთობები აღმოსავლეთის პარტნიორებთან;
- ევროკავშირთან დაახლოებისთვის (approximation) საჭირო რეფორმები;
- ევროპული საბჭოს ფარგლებში მოლაპარაკებების პროცესის სიმულაცია.
სკოლას უძღვებოდა ჟან მონეს პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, სერგი კაპანაძე. მონაწილეებს გადაეცათ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.