CSG-ის ჟან მონეს საზაფხულო სკოლა

1 სექტემბერი 2018

1-ლ სექტემბერს დასრულდა საზაფხულო სკოლა - ევროკავშირი - აქტუალური საკითხები და პოლიტიკა - კავკასიის უნივერსიტეტში.

 

პროექტი, ჟან მონეს პროფესორ სერგი კაპანაძის ხელმძღვანელობით, ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის ფუნდამენტურ საკითხებს მოიცავდა. კურსი ინტერაქციულ რეჟიმში, სიმულაციური თამაშების ჩართულობით წარიმართა.

 

საზაფხულო სკოლა მიმდინარეობდა პროექტის, “განათლების ხელშეწყობა ევროინტეგრაციის საკითხებში და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოში” ფარგლებში.  საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტს სერტიფიკატები გადაეცათ.